FREE DOWNLOAD

Mobile Payments - OSMP Georgia

    • SEARCH TYPE
    Mobile Payments - OSMP Georgia icon

    Mobile Payments - OSMP Georgia

    by: OSMP Georgia 71 4.8

    4.8 Users
    rating
    FREE DOWNLOAD


    Screenshots

    Description

    მომენტალური გადახდების მობილური აპლიკაცია არის კომპანია "მომენტალური გადახდების გაერთიანებული სისტემის" (OSMP) კიდევ ერთი ნოვატორული პროექტი, რომელსაც ანგარიშსწორება ახალ, უფრო მოსახერხებელ საფეხურზე გადაყავს.

    PortMoney აპლიკაციის საშუალებით, შესაძლებელია დროისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, რეალური დროის რეჟიმში მობილური აპარატიდან აწარმოოთ სხვადასხვა სახის მომსახურების გადახდა 150 ქართულ პროვაიდერთან.

    აპლიკაციის ტელეფონში დაყენების შემდგომ, მის გამოსაყენებლად საჭიროა ბანკში რეგისტრაციის გავლა და ბანკში თქვენი საბარათე თუ საბანკო ანგარიშის მობილური აპლიკაციისათვის გააქტიურება.
    ბანკში თქვენ მიიღებთ მომხმარებლის იდენტიფიკატორს და ერთჯერად პაროლს. აპლიკაციაში პირველად შესვლისას, თქვენ უნდა შეცვალოთ ბანკში მოცემული ერთჯერადი პაროლი.

    აპლიკაციის მეშვეობით თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეასრულოთ სასურველი გადახდები, შეამოწმოთ გადახდის სტატუსი და გამოიყვანოთ ეკრანზე გადახდების ამონაწერი დროის პერიოდის მითითებით.

    აპლიკაციის დაყენება ტელეფონში საჭიროა მხოლოდ ერთხელ და თქვენ არ ხართ შეზღუდული ანგარიშების თუ ბანკების(საწყის ეტაპზე მხოლოდ ვთბ ბანკი) რაოდენობაში. ყოველი გადახდისას გაქვთ საშუალება აირჩიოთ თუ რომელი ბანკის რომელი ანგარიშიდან გინდათ თანხის გადახდა ან მონიშნოთ ყველაზე ხშირად გამოყენებადი ანგარიში ერთხელ.

    აპლიკაციას აქვს ქართული, ინგლისური და რუსული ენების მხარდაჭერა. ენის შეცვლა შესაძლებელია უკვე დაყენებულ აპლიკაციაში, კონფიგურაციიის მენიუში შესვლით.

    თუ არ გაქვთ ანდროიდის ტიპის ტელეფონი და გაქვთ BlackBerry ან სხვა ფირმის ტელეფონი JAVA-ს მხარდაჭერით, ასევე გაქვთ საშუალება ისარგებლოთ შესაბამისი აპლიკაციით და დაზოგოთ დრო.

    მომენტალური გადახდების მობილური აპლიკაციით სარგებლობა უკვე შესაძლებელია ვითიბი ბანკის (VTB Bank Georgia) კლიენტებისათვის.

    დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებგვერდი
    http://www.portmoney.ge

    Complete instant payments via the mobile application. Payments can be made regardless of geographic location. In our system there are combined more than 150 providers operating in Georgia.
    Very soon instant payments through our mobile application will be available for VTB Bank (Georgia) clients.

    Tags: georgian full anysoftkeyboard , osmp png , osmp , osmp demo , ქართული მობილური აპლიკაციები , osmp wallpaper , osmp payments , osmp logo png , რომელ მობილურს აქვს ანდროიდი

    Users review

    from 71 reviews

    "OK"

    4.8